IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი უნდა დაბრუნდეს საქართველოში და ის უნდა იყოს პირისპირ თავის ხალხთან. ზუსტად ამიტომ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალმა ყველა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, მისი კანდიდატურა დავასახელოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრობაზე. ყველა დანარჩენ საკითხზე საღამოს უპასუხებს პრეზიდენტი“, – განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული საზოგადოება ცვლილებებს ითხოვეს, რომელთა განხორციელებაც მხოლოდ „ნაცმოძრაობასა“ და გაერთიანებულ ოპოზიციას შეუძლია.

8 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოში დაბრუნების შესახებ მიმართვას 9 სექტემბერს გამოაქვეყნებს. მანამდე კი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მან ბოდიში მოიხადა და ამასთან, წინასაარჩევნოდ სამშობლოში დაბრუნება დააანონსა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება