Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ტვ “პირველი” დიმიტრი ხუნდაძეს ოჯახში მიუვარდა

მარშალ პრესი 08/03/2023
FB_IMG_16782529667105080

გუშინ ჩემს ოჯახს, სადაც ჩემი ორი არასრულწლოვანი შვილი, დედა და ჩემი პატარა და იმყოფებოდნენ, მაშინ როდესაც ზუსტად იცოდნენ, ვისაც “ეძებდნენ” პარლამენტში პირდაპირ ეთერში სიტყვით გამოდიოდა, “ტვ პირველი” თავს დაესხა. დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავს დაესხა!” – წერს სოციალურ ქსელში დიმიტრი ხუნდაძის ქალიშვილი.

“ყოველგვარი ნებართვის გარეშე გაიარეს ჩვენი სახლის კერძო საკუთრება და მიადგნენ ჩემი ოჯახის წევრებს და იქამდე არ დატოვეს ტერიტორია, სანამ დედამ არ აუხსნა, რომ ეს არის კერძო საკუთრება და მასში შეჭრა დაუშვებელია!

ამით არ დამთავრებულა ყველაფერი. ღამის 11 საათზე გაავრცელეს დეპუტატების მისამართები, სადაც ასევე აპირებდნენ მიჭრას და აურზაურის შექმნას, რა თქმა უნდა მამა სახლში არ იყო და ვეცადე ჩემი ოჯახის წევრების დამშვიდება თავად, მაშინ როდესაც ჩემთვისაც ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი.

დაიმახსოვრეთ! ოჯახი არის ოჯახი! არასრულწლოვანი შვილები არიან პატარები და მათზე სიტყვიერი, “სანახაობრივი”, მორალური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლა დაუშვებელია!” -წერს თიკა ხუნდაძე.

Post navigation

Previous: ინტერვიუს დროს ნიკა მელიას ახალგაზრდა მამაკაცი დაუპირისპირდა (ვიდეო)
Next: ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და ამას გავიტანთ საზოგადოების ინტერესებისათვის – ირაკლი კობახიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.