IMG.GE ___________________________________ IMG.GE

აჭარაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევების ოჯახური კონტაქტებია, ორის წყაროა კი უცნობი.

კორონავირუსი დაუდასტურდა ერთ-ერთი კვების ობიექტის თანამშრომელს. კაფე დახურულია და ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ერთი შემთხვევა დადასტურდა რეფერალურ საავადმყოფოში, პაციენტმა ვირუსისთვის დამხასიათებელი ჩივილებით კლინიკას თავად მიმართა. სპეციალისტების ამბობენ, რომ საავადმყოფოში დაავადების გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ჯამში აჭარაში 88 პაციენტია, ერთი კი გამოჯანმრთელდა.

კარვებში 400-მდე ტესტია აღებული, 150-მდე კი კლინიკაში და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. მათ შორის არის ე.წ ხოფის ბაზრობაზე ერთ-ერთ მოვაჭრის ნიმუშიც, რომელიც საეჭვო სიმპტომებით კარანტინშია გადაყვანილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება