IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სენაკში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული მედიკოსია. იგი კლინიკა „არქიმედესა“ და საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ექიმია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ექიმი ფოთში 2 სექტემბერს იყო მორიგე.

„2-ში ვინც იყო მორიგე, მასთან კონტაქტში მყოფ ყველას პირს გაუკეთდა „პისიარ“ ტესტირება და ველოდებით პასუხებს. ამ ეტაპზე სულ 31 ადამიანია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება