IMG.GE ___________________________________ IMG.GE

კორონავირუსით ინფიცირებული 34 ახალი პაციენტიდან, 6 „დონას“ კლასტერს განეკუთვნება, 15 პაციენტის ინფიციერების წყარო, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, ერთი სამედიცინო პერსონალია, ორი შემოტანილი შემთხვევაა და ორზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის მიზნით,– ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა მხოლოდ ხუთით გაიზარდა და სულ 1315 პირია გამოჯანმრთელებული.

„ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 342 კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათ შორის სამი კრიტიკულად მძიმე, ხოლო 16 მძიმე პაციენტია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

​ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1684 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1315-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება