“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის ორივე ვერსია, რომელიც უცხოური გავლენის აგენტურას ეხება გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში იქნება პასუხი, სწორედ ამის შემდეგ გაიმართება მისი მეორე მოსმენა.
ამის შესახებ მან დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სიცრუეა, თითქოს პარლამენტმა დღეს მიიღო უკვეე აღნიშნული კანონი.
