არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას – ნიკა გვარამია სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს

519
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას, კერძოდ, სირცხვილიას კლიპის ეთერში განთავსების გამო ჯარიმის თაობაზე, ეხმაურება და აცხადებს, რომ არხი არანიაირი თანხის გადახდას არ აპირებს.

მისივე შეფასებით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მათი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. გვარამიას თქმით, ტელეკომპანია ჯარიმის გადახდას არ აპირებს, გადაწყვეტილებას კი სასამართლოში გაასაჩივრებენ.

“გადაწყვეტილება მიღებული იქნა ორი კლიპის გამო, პირველი იყო სირცხვილიას კლიპი, ეს არ არის ჩვენი პროდუქტი, მოტანილი იქნა როგორც სოციალური რეკლამა და აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის ყველა პარამეტრებს. ამით შეიზღუდა არამხოლოდ მედიის უფლება, არამედ შეიზღუდა არასამთავრობო სექტორის გამოხატვის უფლებაც. მეორე იყო კლიპი – კლავს, ციხის ადმინისტრაციაზე.

აღნიშნმული კლიპები ხელისუფლებამ და კომისიამ ჩათვალა პოლიტიკურ წინასაარჩევნო კლიპებად. ვაცხადებ პირდაპირ, წინასაარჩევნო რეკლამა ემსახურება სხვისი არჩევნის მიზნით, მეორე პოლიტიკური ძალის ანტირეკლამას. ვკითხულობ – რომელი არჩევნები მიმდინარეობს ახლა საერთოდ?! მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოს საარჩევნო სუბიექტი, ფორმალურადაც და მატერიალურადაც მცდარია ეს გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს ერთადერთს – ჩვენი სარედაქციო და სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის უმკაცრეს შეზღუდვას. ეს არის ცენზურის გადაწყვეტილება.

არ ვაპირებთ არანაირი თანხების გადახდას, გავასაჩივრებთ სასამართლოში და ვნახოთ სასამართლო გაუძლებს თუ არა სრული უკანონობის შესახებ ტესტს”. – ამბობს გვარამია.

ცნობისათვის, მარეგულირებელმა კომისიამ მთავარი არხი 111 000 ლარით დააჯარიმა. საუბარია ვიდეორგოლზე, რომელშიც “ქართული ოცნების” წევრების გამოსახულებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პორტრეტი იქმნება. ვიდეორგოლი  “მთავარი არხის” ეთერში მოძრაობა “სირცხვილიამ” განათავსა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება