IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას და დემოკრატიული-გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტში მიმდინარე ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მოქალაქეებს  აინტერესებდათ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც მსოფლიოში გლობალური პანდემია ისევ მიმდინარეობს და სამწუხაროდ, მოქალაქეები კვლავ ინფიცირებულები არიან – მსოფლიოში ჯერ კიდევ რჩება რისკი, რამდენად იქნება კოვიდის მართვა და დამარცხება შესაძლებელი.

ზუსტად ჩვენი მოწვევის პარლამენტმა დააკონკრეტა კონსტიტუციაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი, რადგან არ ყოფილიყო პოლიტიკური სპეკულაციები. არჩევნების თარიღი დაფიქსირებულია კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი. წინა რედაქცია ვადების მანევრირების შესაძლებლობას იძლეოდა. დღეს ეს შესაძლებლობა არ არის. კომისიის მუშაობის ფარგლებში, არჩევნების თარიღის ცვლილების საკითხი არც ერთხელ არ ყოფილა დასმული.

არც ასეთი ინიციატივა ყოფილა, მით უმეტეს რაიმე გადაწყვეტილება. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას და დემოკრატიული-გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. ჩვენს მოქალაქეებს და პარტნიორებს დავუმტკიცებთ, რომ ვაგრძელებთ დემოკრატიის გაძლიერებას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება