IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ინდოეთმა „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. „ბიბისის“ ცნობით, მსოფლიოში ვირუსის გავრცელების განახლებული მონაცემებით მეორე ადგილზე ინდოეთმა ბრაზილია ჩაანაცვლა.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 4 204 613 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 71 000-ს აჭარბებს.

„კოვიდ-19-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვით ინდოეთი კვლავ მესამე ადგილზეა. მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 27 მილიონს აჭარბებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება