Skip to content
14/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და საქართველოში დარეგისტრირებული არასამთავრობოების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს, FARA-ს ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა

მარშალ პრესი 07/03/2023
გია გაბრიჭიძე

“არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობაზე აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა – წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე

როგორც გაბრიჭიძე აღნიშნავს,  „ევროპის სახალხო პარტიისთვის“ არც ჩვენს და არც ევროპელ ექსპერტებს არ უთქვამთ, რომ FARA მოძველებულია, რომ ის „რუსულია“, რადგან რუსეთში მოქმედებს, არ შეჭრილან ევროპარლამენტის შენობაში, არ დაუწყიათ წივილ-კივილი და არ გადაუბრუნებიათ მაგიდები.

„არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგისთვის, „ევროპის სახალხო პარტია“ ლობისტური საქმიანობის გამჭვირვალობაზე აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა.

დიახ, „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და საქართველოში დარეგისტრირებული არასამთავრობოების მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს (სწორედაც რომ „დარეგისტრირებული“ და არა „ქართული“, ან „გავლენიანი“), ჯერ კიდევ თებერვალში აშშ-ის კანონმდებლობის (FARA) ანალოგის მიღების ინიციატივით გამოვიდა. გაგიკვირდებათ და „ევროპის სახალხო პარტიისთვის“ არც ჩვენს და არც ევროპელ ექსპერტებს არ უთქვამთ, რომ FARA მოძველებულია, რომ ის „რუსულია“, რადგან რუსეთში მოქმედებს, არ შეჭრილან ევროპარლამენტის შენობაში, არ დაუწყიათ წივილ -კივილი და არ გადაუბრუნებიათ მაგიდები.

არცერთ დასავლურ „კრიტიკულ“ მედიაში არ შეკრებილან საეჭვო რეპუტაციის ხელოვანები დ.ა.შ. ტიპები და არ უთქვამთ, რომ ამ კანონის არა მხოლოდ მიღებით, არამედ ინიციატივით გამოსვლითაც კი ევროპარლამენტი ცილდება ევროპას და ევროპული ხალხის არჩევანს. არ უთქვამთ, რომ მათი შვილები ევროპულ მომავალს კარგავენ და არც “ცალ ფეხზე დადგომა” მოუთხოვია ვინმეს. არადა „ევროპის სახალხო პარტიაა“, “ვინცხა ჩიჩოლიკე” კი არა – „ევროპის სახალხო პარტიაა“ – წერს გაბრიჭიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: ელჩი გვეუბნება, რომ ამერიკული კანონი ამერიკული არ არის, ქართული კანონი ქართული არ არის, სჯობს მას ვკითხოთ რას გულისხმობს
Next: ჩემს კერძო საკუთრებაში, სადაც ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, შესულია „TV პირველი“

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.