თუ ამ წესრიგს ალღო არ ავუღეთ, რთული იქნება ელიტამ ხალხის აზრი გამოხატოს – თამარა ჩერგოლეიშვილი

595
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ის, რომ პოლიტიკური ელიტა და მეინსტრიმ მედია აცდენილია ხალხის განწყობებს, პირველ რიგში საინფორმაციო ასიმეტრიის მოშლის, ხოლო შემდეგ, ამ მოვლენის შეუფასებლობის ბრალია.

თუ პოლიტიკური ელიტა და მეინსტრიმ მედია არ გაითავისებენ იმას, რომ ინტერნეტმა და სოციალურმა მედიამ ინფორმაციაზე წვდომის და გადამუშავების წესი შეცვალა – არაფერი გამოუვათ.

თუ არ შევიგნებთ, რომ წავიდა ის დრო, როდესაც ოჯახები ერთად ისხდნენ საღამოს, ტელევიზორს უყურებდნენ და ვიღაც ძიამ ტელევიორში მათზე მეტი იცოდა, იტყოდა და მორჩა – იმიტომ რომ ინფორმაციასთან ექსკლუზიური წვდომა ჰქონდა – ძალიან გაგვიჭირდება.

დღეს ერთხელ რომ რაღაცას იტყვი მედიაში ის არსად არ მიდის, ზედაპირზე, ინტერნეტში რჩება და სატელევიზიო არქივში ძებნა აღარ გჭირდება.
შემდეგს რომ იტყვი, მანამდე რა თქვი ისიც დარჩენილია, იმის მანამდეც – არქივი ყველასთვის ხელმისაწვდომია, არც ექსკლუზიურობა არსებობს (თითქმის) – ინფორმაციასთან წვდომა გაცილებით იოლია და ელიტამ პრივილეგია დაკარგა.
ტელევიზორიდან ადამიანი რომ მეუბნება რაღაცას, ის იმდენს აღარ ნიშნავს იმიტომ რომ იოლად გადამოწმებადია თუ მყისიერად არა, მალევე.

პოლიტიკოსები ბევრად გამჭვირვალეები არიან – ისინი ჩანან, თავს ავლენენ, სოცმედიაში ისინი იოლად იშიფრებიან.

თუ ამ წესრიგს ალღო არ ავუღეთ, რთული იქნება ელიტამ ხალხის აზრი გამოხატოს.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ ცვლილება პოლიტიკას ძირეულად ცვლის – ისტორიულადაც ასე იყო, როცა სტამბა გამოიგონეს, ახლა, ბოლო 10-12 წელია იგივეს ინტერნეტი შვება და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ.”- წერს თამარ ჩერგოლეშვილი ფეისბუქში.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება