კვლავ არეულობა და ქაოსი – “მომაკვდავმა” სააკაშვილმა ახალი დავალებები გასცა

574
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“მომაკვდავმა” პრეზიდენტმა, როგორც ამას მისი პარტიის წევრები  უწოდებენ, ახალი დავალებები გასცა, კერძოდ: შეიქმნას ცალკე ჯგუფი, ე.წ მისი გათავისუფლების კომიტეტი, ხოლო “ნაც.მოძრაობას” და სხვა პარტიებს დაავალა მძლავრი აქციების ორგანიზება. ერთ-ერთი აქციის გამართვა კი უკვე საქალაქო სასამართლოს შენობასთან დაავალა, რომელიც 29 ნოემბერს გაიმართება.

“რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს – მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ “სასამართლო” პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად.”– წერს სააკაშვილი.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება