IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ახლციხიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადმოყვანილი 8 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმე რჩება. ბავშვს რაბათის უბანთან მოტოციკლი დაეჯახა.

“მამასთან ერთად იმყოფებოდა რალზე, მამას ხელი გაეშვა. მამამაც ვერ შენიშნა ისე განვითარდა მოვლენები. დაეჯახა რალზე ვინც იყო. თავში აქვს მძიმე დაზიანება, ჩამტვრეული აქვს მარცხენა საფეთქელთან თავის ქალა. იქ როგორ განვითარდა მოვლენები, არ ვიცი. ჩვენ გადართულები ვიყავით, რომ ბავშვი სასწრაფოს გადმოეყვანა თბილისში,” – აღნიშნა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

ექიმების ინფორმაციით, მოზარდი მართვით სუნთქვაზე რჩება და მას მრავლობითი სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს მიყენებული. ექიმებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ.

ავარია ბაიკერთა შეჯიბრების ფარგლებში მიმდინარე რბოლის დროს მოხდა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლუბი მონაწილეობს. მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება