Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბატონო ირაკლი, განსაკუთრებულად მოგესალმებით თქვენ და თქვენს დელეგაციას ბერლინში

მარშალ პრესი 07/03/2023
phrantsiska-giphai_w_h

„ბატონო ირაკლი, განსაკუთრებულად მოგესალმებით თქვენ და თქვენს დელეგაციას ბერლინში, ძალიან მიხარია, რომ საქართველო წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანაა, ჩვენ ურთიერთობის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია გვაქვს – ამის შესახებ ბერლინის მერმა ფრანცისკა გიფაიმ ტურისტული გამოფენის,“ – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ფრანცისკა გიფაიმ აღნიშნა, მას დიდი სურვილი აქვს, რომ ბერლინში ჩასულმა ქართველებმა თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში.

„ყველას მოგესალმებით ბერლინში, გერმანიის დედაქალაქში. ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ყველას მოგესალმებით ამ ღონისძიების გახსნით ცერემონიაზე, გულწრფელად მივესალმები ჩვენს სტუმრებს საქართველოდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ბატონო ირაკლი მოგესალმებით თქვენ და თქვენს დელეგაციას ბერლინში, ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა, განსაკუთრებით მოგესალმებით თქვენ, ბატონო ირაკლი. საქართველოსა და ბერლინის ძალიან ბევრი რამით მსგავსება ცხადყოფს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ისტორია გაგვაჩნია ურთიერთობის.

საქართველო იყო განსაკუთრებული სტუმარი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის გამოფენაზე და ძალიან ბევრი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით. აეხლა მაქვს საშუალება, რომ ამ საოცარ ქვეყანას კიდევ ერთხელ გავეცნო და მაქვს ძალიან დიდი სურვილი და მოლოდინი ამისა. ასევე მე მინდა, რომ ქართველებმა, საქართველოდან ჩამოსულმა სტუმრებმა ბერლინში თავი ისე იგრძნონ, როგორც საკუთარ სახლში. ჩვენ ძალიან ბევრი რამის შეთავაზება შეგვიძლია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისეთი თვალწარმტაცი მთიანი ბუნება გვაქვს, როგორიც საქართველოშია, მაგრამ ბოლო ღონისძიების შემდეგ, კორონა პანდემიის შემდეგ, ომის გამო ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვიწვნიეთ, ჩვენი საზოგადოება ძალიან დამძიმდა, მაგრამ ბევრ ქვეყანაში გაერთიანდა ხალხი, რომ სოლიდარობა გამოეჩინა უკრაინის მიმართ და ლტოლვილები მიეღო ამ ქვეყნიდან,“ – აღნიშნა ფრანცისკა გიფაიმ.

Post navigation

Previous: წინა ჩანაწერი
Next: ჩვენ ვიხილეთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური სპექტრის ისტერიკა, რომელსაც, როგორც ჩანს, რაღაც ინფორმაციის დამალვა უნდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.