დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია

128
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საერთაშორისო კვლევითმა ცენტრმა – „დემოკრატიის ვარიაციები“, რომელიც ეყრდნობა მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორებს, საქართველო დემოკრატიის გრძელვადიანი განვითარების მაჩვენებელში, მსოფლიო დემოკრატიების ხუთეულში გამოარჩია, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

კვლევის თანახმად, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის კვლევის წამყვანი ცენტრი, ორგანიზაცია “ დემოკრატიის ვარიაციები” აქვეყნებს, საქართველოს განსაკუთრებულად გაუმჯობესებული აქვს შემდეგი მაჩვენებლები:

– გამოხატვის თავისუფლება (freedom of expression);

– თავისუფლება წამებისგან (freedom from torture);

„კვლევაში საუბარია ორ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე, სადაც საქართველოს კონკრეტული ხელშესახები შედეგები აქვს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება და თავისუფლება წამებისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კვლევის მიხედვით, საქართველო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც დემოკრატიული სტატუსი აქვს, კერძოდ კი, “ელექტორალური დემოკრატიის” ქვეყნების ჯგუფს მიეკუთვნება.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება