Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

მერწმუნეთ, ვინმეს ნაკლებად აინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანით მეტია თუ ნაკლები ამ დელეგაციაში

მარშალ პრესი 15/04/2022
არჩილ თალაკვაძე

ჩვენი მიზანია, რომ უკრაინაში ჩვენს მეგობრებს მივუსამძიმროთ იმ მძიმე ადამიანურ დანაკარგებზე, რომელიც სამწუხაროდ, ომს თან ახლავს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია უკრაინაში დღეს მიემგზავრება.

„საპარლამენტო დელეგაციას უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მასში ასევე იქნებიან ოპოზიციის წარმომადგენლები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიემგზავრება უკრაინაში, ჩვენს მეგობრებს და უკრაინელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას დავუფიქსირებთ.

ამ რთულ ვითარებაში უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ. მერწმუნეთ, ვინმეს ნაკლებად აინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანით მეტია თუ ნაკლები ამ დელეგაციაში. თემა ეხება საქართველოს და ორი ქვეყნის ურთიერთობებს. ამიტომ, არ ვიცი, ოპოზიციას რა აინტერესებს და რა შეგრძნებები ჰქონდათ, ეს არის მეათე ხარისხოვანი. ქვეყანა საომარ ვითარებაშია, ეს არ იქნება ჩვეულებრივი საპარლამენტო ვიზიტი, რომ მთელი დღე შეხვედრებს დაეთმოს, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგება და ჩვენს პოლიტიკურ მხარდაჭერას დავაფიქსირებთ“,– განაცხდა თალაკვაძემ.

Continue Reading

Previous: აი, ახლა გულზე ხელი დაიდეთ და მითხარით, რა გადატრიალების მომწყობია ეს ოპოზიცია? – ინგა გრიგოლია
Next: სოფელ მუხათგვერდში წყალმომარაგების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025