რაც უფრო არარეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის თემა, ლომჯარია უფრო კაპასი ხდება

423
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის შეფასებით, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას განცხადებები მის სტატუსთან შეუსაბამოა.

ვოლსკის თქმით, ნინო ლომჯარია აგდებულად საუბრობს იმ პარტიის თავმჯდომარეზე, რომელმაც არჩევნებზე 48%-მდე ხმები მიიღო და საზოგადოების მანდატი აქვს.

„რაც უფრო შორი და არარეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციის თემა, ნინო ლომჯარია უფრო კაპასი ხდება. მისი განცხადებები შეუსაბამოა იმ სტატუსთან, რომელიც პარლამენტმა ირაკლი კობახიძის თავმჯდომარეობით მას მისცა. ის დებულება, რაც დამტკიცდა და ის ფიცი, რაც დადო, აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ სარკაზმთან, ღლიცინთან და სულელურ განცხადებებთან, რომელიც უკავშირდება გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარის ლეგიტიმაციას, მის სტატუსს და ავტორიტეტს. ვეღარ გავიგე, ვინ არის მისთვის ავტორიტეტი. სააკაშვილი ავტორიტეტია, ეს უკვე ფაქტია. იქნებ, მეგის ქარდავაა ავტორიტეტი ან ნებისმიერი სხვა, ვინც ჩაიდინა დანაშაულები.

ამასთან დაკავშირებით შეიძლება, უსასრულოდ ვიდავოთ, ეს გემოვნების საკითხია, მაგრამ გემოვნების იქით არსებობს კიდევ რეალური მოცემულობა, ვისზე და რატომ საუბრობ. იმ პარტიაზე საუბრობ, რომელმაც 48%-მდე ხმები მიიღო, რომელიც პარლამენტში უმრავლესობაა და რომელსაც საზოგადოების მანდატი აქვს. ამ პარტიის ხელმძღვანელზე საუბრობ ასე აგდებულად. უფრო მეტიც, რაღაც გარკვეულ ჯგუფში ღლიცინში იღებ მონაწილეობას და ალაიქებ მის მიმართ უშნო და სარკასტულ გამონათქვამებს, უკბილო ხუმრობებს. ეს უკვე იმის მაჩვენებელია, რომ დაეცა ეს სტატუსი, რომელიც უნდა ახასიათებდეს სახალხო დამცველის პიროვნებას, თორემ ინსტიტუტის მიმართ ყველას უნდა ჰქონდეს მორიდება.

მე მახსოვს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც ხელჯოხებით სცემეს სააკაშვილის პოლიციელებმა და ზუსტად იცოდნენ, ვინ იყო. გაუგონარი რამ მოხდა. ჩვენი სიტყვიერი კამათი არ უნდა გადაიზარდოს რაიმე დაპირისპირებაში, რომელიც მოიტანს ცუდ შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ მისი მოქმედებები რეალურად არ შეესაბამება იმ სტატუსს, რომელიც მას აქვს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე სერიოზულ ფიგურად არ მიაჩნია.

„მას არანაირი ლეგიტიმაცია თუ აღიარება არ აქვს არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან და არც ერთ ქვეყანასთან დასავლეთში“, – დასძინა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება