უცნაური საპროტესტო აქცია გურიაში – უმიზეზო მომიზეზებით ოზურგეთის მერიასთან რამდენიმე გურული შეიკრიბა

841
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის წინ, უფასო სასადილოს ბენეფიციართა სახელით ადამიანების ჯგუფი შეიკრიბა, რომელთა მოთხოვნაც არის, რომ არ მოხდეს ტენდერით, წინა წელს, კონსტანტინე შარაშენიძის მიერ შერჩეული კომპანიის ცვლილება, რომელიც ახორციელებს უფასო სასადილოს ბენეფიციართა მომსახურებას.

შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ მათ სურთ კომპანიას, რომელიც დღეისათვის აწარმოებს მომსახურებას, “ტენდერში უპრობლემოდ მიეცეს გამარჯვების შესაძლებლობა”.

იმ ფონზე, როდესაც ახალი მერი მუშაობას ორი დღეა შეუდგა, ხოლო შესყიდვების სამსახურის უფროსს ჯერ არ დაუტოვებია თანამდებობა და არც კომპანიის შეცვლაზე ყოფილა რაიმე მსჯელობა ახალ მერთან, – აღნიშნული აქცია კითხვებს აჩენს.

სავარაუდოდ, ეს აქტივობა მომსახურე კომპანიის მიერ ორგანიზებულია და მერიის ახალ გუნდზე ზეწოლის მცდელობაა, თუმცა, არსებობს მოსაზრებაც, რომ აქცია სწორედ აღნიშნული კომპანიის დისკრედიტაციას ემსახურება.

მუნიციპალიტეტის ახალი მერი ავთანდილ თალაკვაძე მოქალაქეებს ყოველგვარი ბარიერის გარეშე შეხვდა და მოუსმინა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება