Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა – რობერტ ჰაბეკი

მარშალ პრესი 07/03/2023
რობერტ ჰაბეკი

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან,  რა უნდა გაეკეთებინათ-ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ტურისტული გამოფენის – ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რობერტ ჰაბეკის თქმით, საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა.

„ჩემი ოჯახი, როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, google. Translate-ს ვიყენებდით თარგმანისთვის და ბარიერი არ გვქონია ურთიერთობაში. ნამდვილად შეიძლება კომუნიკაცია ტელეფონის და კომპიუტერის საშუალებითაც.  მე მახსოვს მზის ჩასვლის მომენტი თბილისის თავზე , მთაზე. ვიყავი ძალიან ძველ მუზეუმში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან,  რა უნდა გაეკეთებინათ

და მას შემდეგ, მალევე მოხდა საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ,  1918-21 წლებზე მაქვს საუბარი.  მე თბილისში ვარ ნამყოფი, ვიცი , რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა”,- აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.

Post navigation

Previous: სარეკლამო ბაზრიდან თქვენ შემოგდით რამდენიმე ერთეული მილიონი, დანარჩენი სახსრები საიდან მოდის? – მამუკა მდინარაძე “მთავარ არხს”
Next: მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ, ამ ისტორიული დღისთვის – ზურაბ პოლოლიკაშვილი პრემიერს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.