IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მაგრამ საყურადღებოა და ჩვენი მხრიდან უნდა გაკეთდეს ის, რომ მივყვეთ სპეციალისტების მიერ გაჟღერებულ რჩევებს, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ მოსახლეობამ მედიკოსების რეკომენდაციები დაიცვას.

„აუცილებელია, მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები. ჩვენ შევძლებთ სტაბილური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ, თუ იგივე გზით ვივლით, როგორც – აქამდე. ამისთვის საჭიროა, გარდა სამედიცინო სექტორისა, საზოგადოების მხრიდან იყოს მზაობა, მოუსმინონ სპეციალისტებს, დაიცვან სოციალური დისტანცირება, გამოიყენონ პირბადე, სადაც ამის საჭიროებაა და ა.შ.

მდგომარეობა საგანგაშო არ არის, მაგრამ არის საყურადღებო, და ჩვენი მხრიდან უნდა გაკეთდეს ის რომ მივყვეთ სპეციალისტების მიერ გაჟღერებულ რჩევებს“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

საქართველოში კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 310-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 020 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება