Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ზუსტად იცი ადამიანმა, რომ ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს, მაგრამ მაინც აგრძელებ ამ კამპანიას, სპეკულაციურობის და ტყუილის ხარისხი აქედანაც ჩანს

მარშალ პრესი 07/03/2023
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვისას განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ყველა დაინტერესებული მხარე ინფორმირებულია კანონპროექტების ვენეციის კომისიაში გაგზავნის თაობაზე, თუმცა, მიუხედვად ამისა, მაინც გრძელდება სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ორივე ვერსიას ვაგზავნით ვენეციის კომისიაში. ეს ვნებათაღელვაც წარმოუდგენელი ამბავია, როდესაც ზუსტად იცი ადამიანმა, რომ ვენეციის კომისიას უნდა გაეგზავნოს, კანონპროექტების ინიციატორიც და მხარდამჭერიც აცხადებს, რომ ვენეციის კომისიაში ვაგზავნით – ორივეს ხომ ვერ დავუჭერთ მხარს, ერთ-ერთი უნდა ავირჩიოთ და უფრო დიდი ალბათობით, იქნება ის ვერსია, რომელიც პირველად წარმოადგინეს – და მაინც აგრძელებ ამ კამპანიას, სპეკულაციურობის ხარისხი და ტყუილის ხარისხი, რას კადრებ საზოგადოებას აქაც ჩანს.“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, ვენეციის კომისია, რომელიც ავტორიტეტული ორგანოა, იძლევა იურიდიულ რეკომენდაციებს, ხოლო მოწოდებების პრეცედენტი კომისიისგან ამ დრომდე არ დაფიქსირებულა.

„ხუთშაბათს, როგორც კი მივიღებთ პირველი მოსმენით, ეს დაანონსებული გვაქვს და ამას გავაკეთებთ, ტექნიკური პროცედურების გავლისთანავე, იმ წამსვე გადაიგზავნება ვენეციის კომისიაში. დამშვიდდეს, დაწყნარდეს ყველა, თუ ვიღაცას მართლა ეჭვები გაუჩნდა ამათი გიჟური „რუსული, რუსულის“ ძახილის გამო, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებასაც ვაპირებთ, ოდნავ მაინც რამე რაციონალური თუ ეწერება იქ.“ – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: ჩვენ ცალ ფეხზე დგომას და ასკინკილით სიარულს ამ ქვეყანას არ ვუპირებთ – მამუკა მდინარაძე
Next: ერთ-ერთი არხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდა საზოგადოებას, თუმცა გადაცემის ბოლოს სხვაგვარად გაამეორებინეს, ვიღაცამ დაარიგა როგორც ჩანს რომ დანაშაულია ასეთი მოწოდება – მამუკა მდინარაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.