IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ანა გაბეჩავასადვოკატი ლიკა ბითაძე ცილისწამებას უწოდებს ინფორმაციას, თითქოს გაბეჩავა 15 ათას ლარს ითხოვდა.

„სრული სისულელე და გამოგონილი ამბავია, ანა გაბეჩავას არავისთვის არანაირი 15 000 ლარი არ მოუთხოვია. თუ გაგრძელდება ეს ცილისწამება ჩვენც მივიღებთ შესაბამის ზომებს. ეს პირი კი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის,”- განაცხადა ლიკა ბითაძემ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა კამერიდან, ნოდარ მელაძის გადაცემაში ფარული სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გასაჯაროვდა.

ერთ-ერთი ბრალდებულის თქმით, ანი გაბეჩავა დაბადების დღის, მეორე დღეს მათ შეხვდა და 15 ათასი ლარი სთხოვა.

“ეს გაბეჩავა რას ამბობს, შოკშია კიდე? მაგის გამზრდელი მოვ**, მეორე დღეს ვნახეთ, ჯარიმას მიწერენ 15 ათასს და გადამიხადეო. ჩვენ ვუთხარით, დაგირეკავ საღამოსთქო. კარანტინის დროს ათ კაცზე მეტის შეკრება ხომ არ შეიძლებოდა და ჩვენ ვიყავით 60”- უყვება შაქარაშვილის საქმეზე, მკვლელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირი თანამესაკნეს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება