Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერც ერთი კანონი ვერ მოგაყენებთ რეპუტაციულ ზიანს ისე, როგორც ახლა თქვენ აყენებთ საკუთარ თავს. ნუ იტყუებით – ვატო შაქარიშვილი კახა გოგოლაშვილს

მარშალ პრესი 06/03/2023
ვატო შაქარიშვილი (1)

„ბატონო კახა თქვენ რეპუტაციაზე აკეთებდით აქცენტს და მერწმუნეთ ვერც ერთი კანონი და ვერც ერთი სახელწოდება ვერ მოგაყენებთ ისეთ რეპუტაციულ ზიანს, როგორც ახლა თქვენ აყენებთ თქვენს საკუთარ თავს. ძალიან სამწუხარო და მძიმეა ამის ყურება.“- ამის შესახებ მოძრაობა „აი იას“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კახა გოგოლაშვილის მისამართით განაცხადა, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს.

შაქარიშვილის თქმით, იმდენად დიდია მიზანი საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარების, ბევრ ადამიანს ათქმევინებს ამერიკულ კანონზე რომ რუსულია. „მთავარი მინდა ვთქვა საზოგადოებისთვისაც და მოგახსენოთ თქვენ, ძვირფასო პარლამენტის წევრებო.

ირკვევა რომ საქართველოში რევოლუციური პროცესების ხელშეწყობა იმდენად დიდი მიზაზნია, რომ ნედ პრაისსაც, კელი დეგნანსაც და სხვათა ბევრს ათქმევინებს ამერიკულზე რომ არის რუსული. მაგალითად, იმდენად მაღალია ეს მიზანი, რომ ბატონ ლაშა ტუღუშს საკუთარივე მომზადებულ დასკვნაზე ათქმევინებს უარს, ხაბეიშვილს კიდევ ერთხელ წაიყვანს პროვოკაციაზე, ვაშაძეს კიდევ ერთხელ ამოაგდებს შარვლიდან და ა.შ. ეს არის მთავარი, რომ თქვენ არც კანონი გაინტერესებთ, არც საქართველოს ევროპული მომავალი გაინტერესებთ, არც შშმ პირების მდგომარეობა და არც თეონა აქუბარდია რომ სპეკულირებდა აქ და გამყოფ ხაზს ახსენებდა, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ ლაპარაკობთ რომ აქ აგენტია თითქოს შეურაცხმყოფელი და ეს რეპუტაციულ ზიანს აყენებს ვინმეს. რეპუტაციული ზიანი ეძებეთ მეგობრებო თქვენს საქმიანობაში.“- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

Post navigation

Previous: “ხალხის ძალის“ კანონპროექტების მიზანი ინფორმირებული მოქალაქეა და ინფორმირებული მოქალაქე მხოლოდ იმ ძალას არ აწყობს, რომელსაც ქვეყანაში არეულობა და საზოგადოებაზე მანიპულაციები სურს
Next: სრულიად გაუგებარია, რატომ ტრიალებს ასეთი სიგიჟე კანონის ირგვლივ, ან ელჩი რატომ ღელავს? მზად ვარ ვიყო ევროპული ლიტერატურის გავლენის აგენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.