ივნის-ივლისში შესაძლოა საქართველოში „ფაიზერის“ მილიონი დოზა შემოვიდეს, რაც მასობრივი იმუნიზაციისთვის გადამწყვეტია – ივანე ჩხაიძე

379
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ფაიზერის“ მილიონი დოზა იქნება გადამწყვეტი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებისას, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

გვაქვს მოლოდინი „ფაიზერის“ ვაქცინის. რამდენჯერმე იყო გაცხადებული, რომ ზაფხულში, ეს შესაძლოა იყოს ივნისი ან ივლისი საქართველოში შემოვიდეს მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. ეს ძალიან კარგია. „ფაიზერის“ მილიონი დოზა იქნება გადამწყვეტი მასობრივი იმუნიზაციის კამპანიის დაწყებისა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, „ფაიზერის“ მილიონი დოზა საჭიროა იმისთვის, რომ დასახული გეგმა, წლის ბოლოსთვის მოსახლეობის 60%-ის აცრა შესრულდეს. „თუმცა მანამდე დიდი დროა. ორი თვის განმავლობაში ინფიცირების შესაძლებლობა მაღალია, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობთ, მესამე ტალღის პიკი გადავიარეთ. ეს პიკი იყო მაისის 5 რიცხვში, როცა 2 100 ინფიცირებული გვყავდა. დღეისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 1 000-ის ფარგლებშია, რაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა დიდი ციფრია“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება