Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩანს, რასაც გიხდიან – ამიტომაც დგახართ ცალ ფეხზე – დიმიტრი ხუნდაძე გიორგი ბურჯანაძეს

მარშალ პრესი 06/03/2023
დიმიტრი ხუნდაძე

საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ინფორმაცია, მან ეს ყველაფერი უნდა იცოდეს და მალული არ უნდა იყოს. თუ რამე გაქვთ დასამალი, ე.ი. მართლა გამოსააშკარავებელი ყოფილა, – ასე უპასუხა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს განიხილავენ, სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ისედაც გამჭვირვალედ საქმიანობენ და „ხალხის ძალის“ კანონპროექტები მათი საქმიანობის შეზღუდვას ემსახურება.

დიმიტრი ხუნდაძემ ბურჯანაძეს წინა საკომიტეტო სხდომაზე გაკეთებული განცხადებაც შეახსენა.

„ნუ გეშინიათ საზოგადოების ინფორმირების. როცა სცენიდან საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვთ, უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ვინ ითხოვს მისგან მხარდაჭერას და ნდობა დამსახურებულად უნდა გამოგიცხადოთ, და არა იმის მიხედვით, ვინ რამდენს გიხდით. ჩანს, რასაც გიხდიან – ამიტომ დგახარ ცალ ფეხზე! აი, კუბილიუსი როცა გეტყვის, მაშინ დადგები ორ ფეხზე!.. კოჭლი სუვერენიტეტი არ ვარგა!“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, 2 მარტს, პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, ბურჯანაძემ განაცხადა: „თუ ევროკავშირში განაცხადი გვაქვს გაკეთებული – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. რომ გვითხრან, რომ ერთი კვირა ცალ ფეხზე უნდა იდგეთო, უნდა ვიდგეთ“.

Post navigation

Previous: მიშა ყველას დაავიწყდა – ლევან ხაბეიშვილი ახალ ეიფორიაშია
Next: ლუსტრაცია მოხდა! – რამ გააცოფა ქალი-დეპუტატები, რატომ დაკარგეს სახე?! რატომ აიფოფრა კლასის დამრიგებელი კელი?

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.