IMG.GE IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ტესტირება საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებსაც ჩაუტარდებათ. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტირების პროცესში მეტი რისკჯგუფი ჩაერთვება. მისი თქით, კოვიდისა და “ცხელების კლინიკების” თანამშრომლები 2-ის ნაცვლად კვირაში ერთხელ გაიტესტებიან, ხოლო სხვა კლინიკის მედპერსონალს ტესტირება ყოველ 2 კვირაში ჩაუტარდება.

„დღეიდან პროცესი კიდევ უფრო ფართოვდება და მეტი რისკჯგუფი ერთვება ტესტირებაში. ეკონომიკის გახსნასთან და შემსუბუქების პოლიტიკასთან ერთად მზადყოფნა ჯანდაცვის, რომ ადრეულ ეტაპზე იქნას გამოვლენილი ყველა ინფიცირებული, მეტი უნდა იყოს. ჩვენი ყოველდღიური მოწოდებაა, რომ ნებისმიერი ტემპერატურით ადამიანმა აუცილებელია, რომ მიმართოს “ცხელების ცენტრს”, ხვალ ან ზეგიდან იქნება შესაძლებელი, რომ მიმართონ ასევე 25 პოლიკლინიკურ დაწესებულებას, სადაც მათ ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ PCR ტესტირება. გარდა ამისა, პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარებოდა სამედიცინო მუშაკებიც, ორ კვირაში ერთხელ. ეს იყო ძირითადად კოვიდის და „ცხელების კლინიკების“ თანამშრომლები, ასევე, სასწრაფოს თანამშრომლები. გადავდივართ 1 კვირიან ტესტირებაზე. ასევე, 2 კვირაში ერთხელ გაიტესტებიან სხვადასხვა კლინიკების რეანიმაციების და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები, ასევე, მოხუცთა სახლებში მყოფი ბენეფიციარები. ამ ჯგუფს დაემატა ტრაილერების მძღოლები და ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომუშავე პერსონალი. 1-ლი ივლისიდან იქნება გაფართოების მეორე ეტაპი, 15 ივლისიდან მესამე ეტაპი და ჩვენი სამიზნეა, რომ დაახლოებით ივლისის ბოლოსთვის ავიდეთ 3000-3500 ტესტირებაზე და შემდეგ 4000-4500 ტსტირებაზე დღის განმავლობაში, რათა მოვიცვათ ყველა რისკჯგუფი. მესამე ეტაპზე იქნებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკებში, იუსტიიის სახლებში მომუშავე პერსონალი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თქმით, კარანტინში ბევრი ინფიცირებულის გამოვლენა მოხდა და „ზოგადად, კარანტინის სისტემამ ქვეყანაში ძალიან კარგად იმუშავა.“

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება