Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კანონს უწოდებთ კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდევ პირველი მოსმენით არ არის მიღებული

მარშალ პრესი 06/03/2023
ანრი ოხანაშვილი

ადამიანი, რომელიც კომიტეტზე ზის და ამბობს, რომ ეს არის კანონი და თან რუსული კანონი, მე ვალდებული ვარ ხალხის და საზოგადოების წინაშე, ავუხსნა, რომ ეს არის ტყუილი, ჯერ ერთი რომ ეს არ არის რუსული კანონი, ერთი ერთში ნათარგმნი ამერიკული მოდელია და მეორე – ეს არ არის კანონი – ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „ხალხის“ ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს განიხილავენ .

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონს უწოდებენ კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდე პირველი მოსმენით არ არის მიღებული. „თქვენ ეძახით კანონს კანონპროექტს, რომელიც ჯერ პირველი მოსმენით არ არის მიღებული.

თხოვნა მაქვს, ახსნას ვინმემ, რატომ უწოდებთ კანონს, როდესაც პირველი მოსმენით არ არის მიღებული და გაკეთდა დათქმა, რომ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და მეორე მოსმენის ფარგლებში, მათ შორის ტერმინოლოგიური იქნება თუ სხვა საკითხი, ვიმსჯელოთ. მაინც ამბობთ, რომ ეს არის კანონი. სად არის სიმართლე? მერე გწყინთ, რომ რატომ ვაკეთებთ განმარტებას. მე ვალდებული ვარ ხალხის და საზოგადოების წინაშე, რომ ადამიანი, რომელიც კომიტეტზე ზის და ამბობს, რომ ეს არის კანონი და თან რუსული კანონი, მე ავუხსნა ხალხს, რომ ეს არის ტყუილი. ჯერ ერთი რომ ეს არ არის რუსული კანონი, ერთი ერთში ნათარგმნი ამერიკული მოდელია და მეორე – ეს არ არის კანონი – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

Post navigation

Previous: თამარ ჩიბურდანიძემ, ნაცვლიშვილისა და სამადაშვილის მიერ ეთიკის ნორმების დარღვევის გამო, პარლამენტის ეთიკის კომისიას განცხადებით მიმართა
Next: ძალიან ვიკავებდი თავს ამ პოსტის დაწერისგან – ლევან ნიკოლეიშვილი შოთა არველაძეზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.