IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ „თითქმის პროპორციული“ არჩევნები ხელისუფლებას  მუდმივ, პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს მოუტანს. ამის შესახებ მან პარლამენტში, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენის დაწყებამდე განაცხადა.

„რატომ არ ვუჭერ მხარს, მრავალჯერ მაქვს არგუმენტირებული. დღეს პოლიტიკურ შეფასებებს არ გავაკეთებ. ვფიქრობ, თქვენ, ჟურნალისტები პოლიტიკურ შეფასებებს გააკეთებთ, როდესაც პირველად გვექნება საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ რიგგარეშე არჩევნები, რადგან პრაქტიკულად, დღეს 120/30 არის 20 პროცენტი მაჟორიტარული კომპონენტი, 120 პროპორციული. გადახრა არის პროპორციულისკენ. თითქმის პროპორციული არჩევნები ტარდება. ეს მოიტანს მუდმივ, პერმანენტულ რიგგარეშე არჩევნებს“,-განაცხადა ოქრიაშვილმა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება