IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

“კონსერვატიული პარტია” საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტში კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა. ძიძიგურის თქმით,  პარტია  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე, დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის. კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება