Skip to content
20/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილმა კოდორის ხეობა ისე ჩააბარა, ერთი ტყვიაც არ გავარდნილა და დიდძალი იარაღიც მტერს დაუტოვა – რამ განაპირობა ეს მოვლენები?

მარშალ პრესი 05/03/2023
სოზარ სუბარი

„ხალხის ძალის“ ლიდერი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ევროპელი სოციალისტების“ მხრიდან აგვისტოს ომის გამოძიების მოთხოვნა და ამ ომთან დაკავშირებით კითხვების არსებობა ლეგიტიმურია. „იმედის კვირასთან“ მან კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„კოდორის ხეობიდან ჯარი ისე გამოვიდა, რომ იქ მცხოვრებმა არცერთმა ადამიანმა არ იცოდა, რომ მათ შეიძლებოდა იქაურობის დატოვება მოხდომოდათ. არათუ ტრანსპორტი, საწვავიც კი არ მისცეს, რომ ხეობა დაეტოვებინათ. მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც რეკავდა და ეუბნებოდა, რომ სასწრაფოდ თუ არ წამოვიდოდნენ, შეიძლება კატასტროფა მომხდარიყო და ძალიან დიდი მსხვერპლი ყოფილიყო. როდესაც თვითმფრინავებმა დაიწყეს გადაფრენა და დაბომბვა, მხოლოდ მაშინ მიხვდნენ, რომ რასაც ვეუბნებოდი, სიმართლე იყო. მეუბნებოდნენ: „რას ამბობთ, აქ ყველამ გვითხრა, რომ არავითარი საფრთხე არ გვემუქრება. 

იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც წინააღმდეგობას უწევდა მტერს, რომ კოდორის ხეობის დაპყრობა ვერ მოეხერხებინა, სააკაშვილმა ან გააქცია ან დაიჭირეს. ზოგიერთი ციხეში მოკვდა კიდეც. როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ჯარი იქიდან ისე გამოვიდა, რომ არათუ ერთი ტყვია არ გაუსროლია, არამედ ძალიან დიდი რაოდენობით ჩატანილი იარაღიც ისე ჩააბარეს მტერს, რომ ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა. რამ განაპირობა ეს მოვლენები?“, – აცხადებს სოზარ სუბარი.

Post navigation

Previous: ოპოზიცია არა კანონპროექტების შინაარსობრივად განხილვისთვის, არამედ მომდევნო სხდომის ჩაშლისთვის ემზადება
Next: ეს შეშლილი ქალები! ფუფალა რომ გაიპუდრება – მაია ნიკოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.