Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჯიუტად და გასაგებად არ წერთ, რომ 20 ივნისის ღამეს, თქვენ და თქვენი მოადგილე ბურჯანაძე, გახარიასთან ერთად, ერთ ოთახში არ ყოფილხართ – არადა, იყავით

მარშალ პრესი 05/03/2023
დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„ხუთწუთიანი ეფექტის მქონე ჩემი გამონათქვამი“ საერთოდ უნდა გაგეტარებინათ, ქალბატონო ექს-„სახალხო დამცველო“ ამ შემთხვევაში. ამ მყისიერი რეაგირებით, თქვენ იმ „ხუთ წუთს“ უსასრულობის ფორმატი მიანიჭეთ. თანაც, ჯიუტად და გასაგებად არ წერთ:

„მე და ჩემი მოადგილე ბურჯანაძე, გახარიასთან ერთად, ერთ ოთახში არ ვყოფილვართ“. არადა, იყავით. ამიტომაც გამოეხმაურეთ ასე მეყვსეულად ამ ფაქტს და თქვენ (!) დასავლეთის მიერ აღიარებული VIP-პერსონა (!!!), ვიღაც რიგითი „ექსპერტის“ დონეზე, თავის მართლების რეჟიმამდე „დაეცით“. უხერხულ მდგომარეობაში მე კი არა, ამ უსუსური თავის მართლებით თქვენ აღმოჩნდით. ერთ პატარა ტექსტში – სამჯერ ახსენეთ ტერმინი „რუსული“. მთელი თქვენი კარიერის განმავლობაში, ამდენჯერვე რომ გამოგეყენებინათ ტერმინი „ქართული“, დღეს სახალხო პატივისცემასაც ეღირსებოდით იმ „ჩინ-მედლებთან” ერთად“, – წერს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გაემგზავრა
Next: სად გეჩქარებათ? “იმედში” მიდიხართ?” – არა, სასაფლაოზე; ამაღამ რა ხდება სასაფლაოზე? – შვილი მიწევს მანდ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.