IMG.GE IMG.GE

ჩემზე, ერთ ხმაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, შესაძლოა, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე სხვა გადაწყვეტილება მიმეღო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

“ვიდრე 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ არის შესრულებული, ქვეყანაში გვყავს პოლიტპატიმრები, ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ რაიმე სახის წინსვლაზე დემოკრატიის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია და მისი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, თუ რაიმე შეიცვლება შემდეგ მოსმენებამდე, გადავხედავთ ჩვენ გადაწყვეტილებას.

ჩემზე, ერთ ხმაზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, შესაძლოა, მიმეღო სხვა გადაწყვეტილება. მაგრამ ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩვენი ხედვით საფრთხე არ ექმნება, ივანიშვილს გეგმა ჩაუვარდა, თუ ამ ცვლილების ჩაგდებას გეგმავდა“,- განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება