Skip to content
19/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არ არსებობდეს საფუძველი „Fara“-ს მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენებისა – მიხეილ სარჯველაძე

მარშალ პრესი 05/03/2023
მიხეილ სარჯველაძე

საქართველოში უზარმაზარი საქმეები გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში დონორული მხარდაჭერით, დაწყებული გარემოს დაცვის სფეროდან, დამთავრებული ადამიანის უფლებების მიმართულებით, ქართველი ხალხი მადლიერია ამ დახმარებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად არ არსებობდეს საფუძველი „ფარა“-ს მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენებისა საქართველოში – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა შეკითხვაზე, რამდენად რეალისტურია არასამთავრობოების არგუმენტი და საფრთხეები, რომ კანოპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში ბევრი ბენეფიციარი დაზარალდება.

მიხეილ სარჯველაძის თქმით, როდესაც შეერთებულ შტატებში გაჩნდა კონკრეტული საჭიროება და დაინახეს, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული მათ შორის უცხოური გავლენების დაფინასების შესახებ, მყისიერი რეაგირება მოახდინეს, მიიღეს კანონი და ის დღემდე აქტიურად გამოიყენება.

„აქ ახსენეს ტერმინი, მაგალითად კუდიანებზე ნადირობა და ა.შ., ეს არც თუ კორექტულად გამოიყურება თვითონ იმ ადამიანებთან მიმართებაში, ვის მხარდასაჭერადაც თითქოს კუდიანებზე ნადირობად მოინათლა ეს ყველაფერი, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, უზარმაზარი საქმეები გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დონორული მხარდაჭერით, დაწყებული გარემოს დაცვის სფეროდან, დამთავრებული ადამიანის უფლებების მიმართულებით. ყველა სფეროში უსერიოზულესი დახმარება იქნა აღმოჩენილი და რასაკვირველია, ქართველი ხალხი მადლიერია ამ დახმარებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაგალითად არ არსებობდეს საფუძველი „ფარა“-ს მსგავსი ინსტრუმენტის გამოყენებისა საქართველოში. შეერთებულ შტატებში, როდესაც ობიექტურდ გაჩნდა ასეთი კონკრეტული საჭიროება და დაინახეს ადამიანებმა, რომ საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული მათ შორის უცხოური გავლენების დაფინასების შესახებ, ამაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს, მიიღეს კანონი და ის კანონი ათწლეულების განმავლობაში, დღემდე აქტიურად გამოიყენება და აბსოლუტურად მიუღებელია არგუმენტი, რომ ეს ძველი კანონია. ბოლო წლებშიც იყო კონკრეტული ქეისები“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Post navigation

Previous: არარაობის ორგია, ამ უზრდელ ხროვას უნდა საქართველოს სათავეები ხელში ჩაიგდოს – რობერტ სტურუა
Next: ადგილი აქვს მცდელობას, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი და იდეა რაღაც კონკრეტული მიზეზის გამო იქცეს ახალი კონფრონტაციის მიზეზად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.