Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

“ნაციონალური მოძრაობა” არის იქ, სადაც უნდა იყოს – შალვა პაპუაშვილი

მარშალ პრესი 15/04/2022
შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა” არის იქ, სადაც უნდა იყოს – „ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის დელეგაციის გარეშე დარჩა, რაც ლოგიკურია, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციის ფარგლებში გამგზავრებაზე ოპონენტების უარს გამოეხმაურა.

„უკრაინის რადას თავმჯდომარესთან ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა და ბევრი საკითხი გაირკვა. პარლამენტის თავმჯდომარის უკრაინაში ვიზიტი ჩვენი სოლიდარობის გამოხატვის ვიზიტი იქნება, რომელშიც ემოციური ნაწილი უფრო წინა ფლანგზე იქნება. ველოდები, რომ მეგობრული ვიზიტი იქნება.

ჩვენი სურვილია, ვიზიტი ამ კვირაშივე შედგეს. იცით, რომ უსაფრთხოების საკითხები არსებობს. უკრაინელ კოლეგებთან ყოველწუთიერ კონტაქტზე ვართ და ეს ვიზიტი აქედან გამომდინარე დაიგეგმება”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის უდიდეს დღესასწაულს – პრემიერი
Next: სოფელ ქედქედში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, აჭარის ა.რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ოთარ დიასამიძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025