IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გამოვლენილი რვა ახალი შემთხვევის ინფექციის წყარო დადგენილია. მისივე ინფორმაციით, ახალი შემთხვევებიდან, ორი ინფიცირებულთა კონტაქტია, ექვსი კი, იმპორტირებულია.

ახალი პაციენტების კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ყველა ახალი შემთხვევის ინფექციის წყარო დადგენილია. დღევანდელი რიცხვით ქვეყანაში არის 906 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დადასტურებულია რვა ახალი შემთხვევა, აქედან ორი არის ადრე დადასტურებულ შემთხვევის კონტაქტი და ექვსი არის იმპორტირებული შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყნებიდან.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ შორის ერთი არის არასრულწლოვანი. ზოგადად ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ყველა შემთხვევის წყარო ვიცით და სიტუაცია კონტროლირებადია და ისევ და ისევ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაცია რასაც იძლევა ჯანდაცვის სფერო. პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა, ნიღბების ტარება, არა დიდი შეკრება, დისტანცირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება