IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გარდა იმისა, რომ პანდემიამ ადამიანთა უდიდესი ტანჯვა გამოიწვია​, მან მნიშვნელოვნად იმოქმედა გლობალურ ვაჭრობაზე. მის მიმართ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის საპასუხო ქმედება ფართოდაა მოწონებული, მათ შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ, – ამის შესახებ ნათქვამია დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას წერილში, რომელიც London Business Matters-ში გამოქვეყნდა.

“მთავრობის მხრიდან ადრეულმა და გადამწყვეტმა მოქმედებებმა შეამცირა ინფიცირების შემთხვევები და დღემდე, მხოლოდ 19 ადამიანია გარდაცვლილი იმ კრიზისის ფონზე, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ, იზრდება გლობალური, მსხვილი ბიზნესის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი. მათ შორისაა ბრიტანული კომპანიებიც, რაც კარგი ნიშანია იმის დასანახად, თუ როგორი იქნება გლობალური ვაჭრობა და ინვესტიციები. საქართველო განიხილება ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ადგილად, არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ბიზნესის რეიტინგში წარმოდგენილი შედეგების გამო, არამედ იმ საინტერესო შესაძლებლობების გამო, რომელიც მას შეუძლია შესთავაზოს ინვესტორებს სხვადასხვა სექტორში“ – წერს სოფიო ქაცარავა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება