IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად, პიდემიოლოგიური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

გრძელდება აქტიური ტესტირება აჭარის რეგიონში. ბათუმში გრძელდება გაფართოებული ტესტირების პროგრამა. აქაც ხდება გარკვეული შემთხვევების გამოვლენა. უმრავლესობა არის უარყოფითი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევები არის, თუმცა ინფექციის გავრცელების ლოკალიზება ხდება და სიტუაცია სრულად კონტროლირებადია. მუშაობა მიმდინარეობს ასევე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შემთხვევაზე. ჯერჯერობით ის ტენდენცია, რომ საქმე გვაქვს შემთხვევების უკონტროლო მატებასთან, ამის თქმის საფუძველი არ გვაქვს. ვაკვირდებით ეპიდემიის ვითარებას და გადაწყვეტილებები მიიღება იმ პირობების გათვალისწინებით, რაც დადგება კონკრეტულ მომენტში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება