Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება – ბონდო მძინარაშვილი

მარშალ პრესი 03/03/2023
ბონდო მძინარაშვილი

“საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება! გუშინ გაცხადდა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის ჯანჯღარს აპირებენ!”- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.

ასევე სრულიად ნათელია, რომ უცხოური ფონდების გავლით აპირებენ რადიკალების აქციების დაფინანსებას, რადგან სხვა გზა, უბრალოდ, მოჭრილი აქვთ!

ამიტომ, გადაუდებლად აუცილებელია, პარლამენტმა ამ საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელოს და მიიღოს კანონი “უცხოური აგენტების რეგისტრაციის და გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” (ორი კანონპროექტის სათაური გავაერთიანე. მათი შინაარსიც უნდა შეჯერდეს როგორც მიზნების, ასევე სანქციების ნაწილში)!
დარჩენილ ერთ წელიწადში მოესწრება აგენტების რეგისტრაცია და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა!

ამ კანონის გარეშე მთელი ფულადი ნაკადები მიიმართება სახელმწიფო გადატრიალებისკენ! ეს უკვე ვნახეთ! ეს აღარ უნდა დავუშვათ!

P. S. კანონის მიღებამდეც აუცილებელია ფულადი ნაკადების კონტროლის გამკაცრება.”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

Post navigation

Previous: მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა
Next: გუშინ მოვისმინეთ, ევროკავშირმა რომ გვითხრას, ერთი კვირა ცალ ფეხზე იდექით, უნდა დავდგეთო! მათ თუ უნდათ, ასკინკილა შევიდნენ ევროკავშირში, მაგრამ ჩვენ გვსურს, ევროკავშირში ღირსეულად შევიდეთ, როგორც ორ ფეხზე მყარად მდგარი სუვერენული ქვეყანა!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.