IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის და ოკუპაციის შედეგად დამდგარი პრობლემების საკითხი კიდევ უფრო აქტიურად განიხილება საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში, მათ შორის ისეთი უმაღლესი დონის და უნივერსალური ხასიათის ფორუმებზე, როგორიც არის გაერო,- ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა

„გაეროში წარმოდგენილია ფაქტობრივად პლანეტის ყველა სახელმწიფო, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს მზარდი წნეხის, მზარდი პოლიტიკური და დიპლომატიური დისკომფორტის პირობებში უხდება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი, რომლებიც მუდმივად პოლიტიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა ინსტრუმენტის თვალსაზრისით ახორციელებენ ზეწოლას ოკუპანტ სახელმწიფოზე იმისთვის, რომ მან შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

გაერომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს თანასპონსორებთან ერთად რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა და 84 სახელმწიფო შეადგინა.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება