“ღია მმართველობა პარტნიორობის”, “ღია მთავრობის კვირეული” -ს (Opengovweek) ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატვით, ონლაინ კონფერენცია გაიმართა.

255
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ღია მმართველობა პარტნიორობის”, “ღია მთავრობის კვირეული” -ს (Opengovweek) ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინიციატვით, ონლაინ კონფერენცია გაიმართა.

ამ გლობალურ ღონისძიებას, მსოფლიოს “ღია მმართველობა პარტნიორობის” წევრ ქვეყნებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ონლაინ კონფერენციით „ციფრული ტრანსფორმაცია და თანამონაწილეობა ღია მმართველობა პარტნიორობისათვის“ შეუერთდა.
კონფერენციაზე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან პარტნიორობით დანერგილი ციფრული მართვის საუკეთესო პრაქტიკაზე, ინოვაციებსა და ამ ციფრული მმართველობის მიღწევასთან დაკავშირებულ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს . ოზურგეთის, თბილისის, ხონისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა, პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ციფრული ტექნოლოგიები ადგილობრივ დონეზე და „ღია მმართველობა პარტნიორობისთვის“ -ადგილობრივი პროგრამის ფარგლებში, პროცესების ინსტიტუციონალიზაციასა და სამოქმედო გეგმის ფორმირებაზე ისაუბრეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა ღია მმართველობა – პარტნიორობის პროგრამაში ჩართვისთანავე დააფიქსირა თავისი სურვილი და მზაობა მიაღწიოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას, ღიაობას და მოქალაქეებთან მჭიდრო კომუნიკაციის სისტემის ჩამოყალიბებას. ამის მიღწევა ოზურგეთმა ინოვაციური პროექტების განხორციელებით, სხვადასხვა სექტორის თანამონაწილეობით დაიწყო. ოზურგეთმა შეძლო ციფრული სივრცის შექმნა მოქალაქეებისთვის და აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმაზე, რომელიც 3 ვალდებულების ითვალისწინებს: პროგრამული ბიუჯეტის შემუშავება, სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის შეფასება, ანტიკორუფციული სისტემის შემუშავება და დანერგვა. მიხეილ დარჩიაშვილისა (USAID GGI) და თამარ ღლონტის (გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი) მოდერაციით, კონფერენციის მომხსენებლები იყვნენ: ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესა და აპარატის უფროსს ნანა თავდუმაძესთან ერთად, ოზურგეთის მერის მრჩეველი ალეკო ბერიძე, ქ. თბილისის, ხონის, ახალციხის მუნიციპალიტეტებისა და ორგანიზაციების: გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის, პროგრესის სახლის, ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგნელები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი OGP_Local-ის წევრია, მსოფლიოს დანარჩენ 56 წევრთან ერთად.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება