IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებულ ვერონიკა არონიას აღკვეთის ღონისძიების სახით 2500-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.

ვერონიკა არონია მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც ის გირაოს თანხას გადაიხდის.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას, დაცვის მხარე კი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვერონიკა არონიმ გამოძიება შეცდომაში შეიყვანა და გამოძიების წინაშე სამჯერ გამოკითხვისას მოჰყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი. უწყების ცნობითვე, საკმაოდ დიდი რესურსი დასჭირდა გამოძიებას იმისთვის, რომ გადაემოწმებინა ეს ინფორმაცია.

საქმე ეხება ვერონიკა არონიას განცხადებას, რომ 15 ივლისს, ვარკეთილში, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ 4 პირის საუბარს შეესწრო, რომელიც შაქარაშვილის საქმეს შეეხებოდა. პროკურატურის შეფასებით, აღნიშნულმა მოქალაქემ ცრუ ინფორმაცია საკუთარი თავის საჯაროდ წარმოჩენის და ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით გაავრცელა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება