დიდუბის რაიონის გამგეობა, დიღმის მასივში დაზიანებული უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციას განაგრძობს. ამ დროისთვის, სამუშაოები დიღმის მასივის მესამე კვარტლის 36-ე კორპუსის მიმდებარედ, მეოთხე კვარტლის მე-12 კორპუსის, ასევე, მეხუთე კვარტლის პირველი კორპუსისა და მეექვსე კვარტლის 22ა კორპუსის მიმდებარედ და ჯემალ ჭკუასელის სახელობის სკვერში განხორციელდა.
კონტრაქტორმა კომპანიამ მოაჯირების დაზიანებული ელემენტები აღადგინა და შეღება. აღნიშნული სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 14 568 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა.
