Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

იცით რატომ არის არასამთავრობოების დაფინანსების გამჭირვალობაზე ამხელა ამბავი ატეხილი? – დავით ლორია

მარშალ პრესი 01/03/2023
დავით ლორია

“იცით რატომ არის არასამთავრობოების დაფინანსების გამჭირვალობაზე ამხელა ამბავი ატეხილი?! 2024 წლისთვის, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში დასავლეთის კონკრეტულ პოლიტიკურ სპექტრს დაგეგმილი აქვს საქართველოში რევოლუციის მოწყობა.”– წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე დავით ლორია.

“ზოგადად, ოპოზიციურ პარტიებს საზოგადოების მხრიდან როგორი ძლიერი მხარდაჭერაც არ უნდა ჰქონდეს, რევოლუცია მაინც დიდ თანხებს საჭიროებს და მაშინ, როდესაც საქართველოში საზოგადოების მხარდაჭერის კუთხით რევანშისტულ ძალებს არა სახარბიელო მდგომარეობა აქვთ, რევოლუციისთვის ხალხის მობილიზებისთვის ფინანსური მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია. მოგეხსენებათ, პოლიტიკური პარტიებისთვის როგორც ფინანსური მხარდაჭერის მხრივ, ასევე მისი ხარჯვითი პროცედურები კანონის განსაზღვრულ ჩარჩოებშია მოქცეული. რადგან კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის ფინანსური პროცედურები გამჭირვალეა და იქედან გამომდინარე, რომ დღეს ოპოზიციური პარტიების თავმჯდომარე პარტიას (ნაცმოძრაობას) საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად ფინანსური რესურსი არ გააჩნია, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მხრიდან დაფინანსებული საქართველოს არასამთავრობოებმა უნდა შეიტანონ რადიკალურ ოპოზიციაში ეგრედ წოდებული შავი ფული.

სქემა ასეთია:

აშშ-დან, თუ რუსეთიდან, თუ ნებისმიერი ქვეყნიდან არასამთავრობოებისთვის გადმორიცხული ფული კანონის გვერდით ავლით დაურიგდებათ კონკრეტული პარტიების მხარდამჭერ ბიზნესმენებს და შემდგომ კანონის დაცვით, როგორც შემომწირველები გადაურიცხავენ სასურველ პოლიტიკურ პარტიებს. უცხოეთიდან ფულის შემოტანის სხვა გზა არ არსებობს.
სულ ეს არის!.. თუ კანონი არ იქნება, ვერავინ ვერ გააკონტროლებს, მილიონობით გადმორიცხული რუბლს თუ დოლარს, არასამთავრობოები სად წაიღებენ, ვისთან მიიტანენ და რას მოხმარდება.”– წერს ლორია.

Post navigation

Previous: 2016 წლიდან მოყოლებული, თურმე ექვსწლიან საარჩევნო ფარსში ვმონაწილეობდი – მაია ორჯონიკიძე
Next: ამის დავიწყება „ნაცებისთვის“ თავზე ხელის გადასმას ნიშნავს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.