Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს – კელი დეგნანი ამერიკული კანონის თარგმანზე

მარშალ პრესი 01/03/2023
კელი დეგნანი

ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს კანონი, რადგან ეს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ბევრმა მეგობარმა მსოფლიოს გარშემო, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, ევროკავშირმა და ამერიკამ არაერთხელ მოუწოდეს მთავრობას და პარლამენტს, არ მიიღონ ეს კანონი.

„მთავარი შეკითხვა ისაა, თუ რა არის საქართველოს ინტერესებში. ვერსიას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, სჭირდება თუ არა ქვეყანას ეს კანონი, რადგან ეს ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხის ქვეშ აყენებს. საქართველოს ბევრმა მეგობარმა მსოფლიოს გარშემო, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, ევროკავშირმა და ამერიკამ არაერთხელ მოუწოდეს მთავრობას და პარლამენტს, არ მიიღონ ეს კანონი. ეს ინიციატივა შეაფერხებს იმ ადგილობრივი ორგანიზაციებისა და ჯგუფების მუშაობას, ვინც ქართველების დახმარებას ცდილობს და საერთო მიზნებზე მუშაობენ, მიზნებზე, რომელიც უსაფრთხო მომავალს ემსახურება. ეს საქართველოს არ სჭირდება. მაინტერესებს, ეს რატომ ხდება? რა არის ამ კანონის მიღების ნამდვილი მიზანი და მიზეზი, რა დგას იმის უკან, რაც საქართველოს არ სჭირდება და რაც საფრთხეში ჩააგდებს იმ ევროატლანტიკურ მომავალს, რომელიც ქართველი ერის არჩევანია“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

Post navigation

Previous: რადიკალური ოპოზიცია ნებისმიერ თემას ებღაუჭება, სადაც შეატყობს, რომ შეიძლება, პროტესტის მხარდამჭერები ნახოს
Next: აკია ბარბაქაძის კიდევ ერთი დამანგრეველი აქცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.