Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კულტურაზე, სპორტზე, ეკლესიაზე შემხები არის მოღალატე, ვითხოვ ტყუილისგან დაცვას – იოსებ ტყემალაძე ნოდარ მელაძეზე

მარშალ პრესი 01/03/2023
იოსებ ტყემალაძე

კულტურაზე, სპორტზე, ეკლესიაზე შემხები არის მოღალატე, არ შეიძლება ვიღაცამ რაღაც მოთხლუპნოს და საზოგადოებამ ეს მიიღოს – განაცხადა „POSTV“-ის „დიდ გადაცემაში“ რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ. რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ტვ „პირველზე“, ნოდარ მელაძის გადაცემაში, საქართველო-იტალიის მატჩთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, 2022 წლის 9 ივლისს, საქართველო-იტალიის მატჩის წინა დღეს, რაგბის ფედერაციამ სასტუმრო „ლიცში“ რუს ბიზნესმენებს უმასპინძლა, რომლებიც იქ ბიძინა ივანიშვილის პირადი ვერტმფრენით ჩავიდნენ.

„კულტურაზე შეხება, სპორტზე შეხება, ეკლესიაზე შეხება, მე გამოვდივარ პირველი, რომ მაგის შემხები არის მოღალატე. ყველას კარგად ესმოდეს, თუკი ვინმეს ვიცნობ ან მიცნობს და ამის კიდევ ერთხელ გამავრცელებელს, ვიღაცამ არ შეიძლება მოთხლუპნოს რაღაც და ჩვენ საზოგადოებამ მივიღოთ და ეს ვთქვათ. თეთრზე შავი ტყუილია, არ ვიცი, „ქართულ ოცნებასაც“ მოვუწოდებ, მე, მოქალაქე სოსო ტყემალაძე ვითხოვ ტყუილისგან დაცვას“ – განაცხადა იოსებ ტყემალაძემ.

Post navigation

Previous: ნოდარ მელაძე არის ქვეყნის მოღალატე – რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი (ვიდეო)
Next: რადიკალური ოპოზიცია ნებისმიერ თემას ებღაუჭება, სადაც შეატყობს, რომ შეიძლება, პროტესტის მხარდამჭერები ნახოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.