Skip to content
12/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ომის პარტია აძლიერებს აგრესიულ მესიჯებს ხელისუფლების პრორუსულობაზე და ამას აკეთებს ის ხალხი, რომლებმაც ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს

მარშალ პრესი 14/04/2022
წილოსანი

რუსეთის აგრესიის პარალელურად, ომის პარტია აძლიერებს აგრესიულ მესიჯებს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე… და ამას აკეთებს ის ხალხი, რომლებმაც ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს და რუსების მიერ ომის დანაშაულის დამამტკიცებელი ისკანდერის ნაწილები ჰააგას დაუმალეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი Facebook-ზე წერს.

„ახლა ისეთი დროა, ინაშვილი, ბურჯანაძე და ნატო ჩხეიძე რომ გყავდეს ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაშიც კი, ცოტა ხნით მაინც თავს უნდა იკავებდე მათ პრორუსულობაზე საუბრისგან იმისთვის, რომ ქვეყნის გარეთ შენი ქვეყნის იმიჯი არ დააზიანო.
ამათ ნატო ჩხეიძე ხატია დეკანოიძის მოადგილედ ჰყავთ, ბურჯანაძე – პარტნიორად და ირმა ინაშვილთან ბადრი ჯაფარიძის მეშვეობით კონტაქტობენ.

ამავე დროს, რუსეთის აგრესიის პარალელურად, ომის პარტია აძლიერებს აგრესიულ მესიჯებს საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე… და ამას აკეთებს ის ხალხი, რომლებმაც ქართველ სამხედროებს ომის დანაშაული დააბრალეს და რუსების მიერ ომის დანაშაულის დამამტკიცებელი ისკანდერის ნაწილები ჰააგას დაუმალეს!..
P.S. რაც აქ წერია, არცერთია შეფასება, ყველა ფაქტია!

Post navigation

Previous: გია გაჩეჩილაძე კელი დეგნანს: იცით თუ არა პიტერ აკერმანის საქართველოში ვიზიტის შესახებ, რას ეტყვით ქართულ საზოგადოებას?
Next: თეა წულუკიანი: ეს არის მეგობარი სახელმწიფოს წარმომადგენლების ვიზიტი სოლიდარობისა და სამძიმრის გამოსაცხადებლად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.