Skip to content
25/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი ლევან იოსელიანის პროფესიული თვისებებისა და მისი კეთილსინდისიერების მიმართ

მარშალ პრესი 01/03/2023
მიხეილ სარჯველაძე

მე მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი მისი პროფესიული თვისებებისა და მისი კეთილსინდისიერების მიმართ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე მზად ვართ და გესაუბროთ მთლიანად გუნდის განწყობაზე ამ მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ის ამით სახალხო დამცველის კანდიდატად ლევან იოსელიანს წარდგენას გამოეხმაურა.

„ბუნებრივია, რომ ეს მოითხოვს კონსულტაციებს, პოზიციების შეჯარებას და მათ შორის იმ საკითხის მხედველობაში მიღებას, თუ რამდენად ექნება შესაძლებლობა ამ კანდიდატურას, რომ მოიპოვოს ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ თანამდებობაზე მის დანიშვნას. 12-პუნქტიანი გეგმიდან რაკი სახალო დამცველის არჩევა გახლავთ ერთ-ერთი პუნქტი, ჩვენ ავჩქარდებით და საზოგადოებას რაც შეიძლება სწრაფად ვამცნობთ ჩამოყალიბებული პოზიციის შესახებ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.

Post navigation

Previous: ნინო სუხიშვილის მეუღლე გარდაიცვალა
Next: ნოდარ მელაძე არის ქვეყნის მოღალატე – რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.