IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შენობას იცავს, კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა კაცის ინფიცირების წყარო მისი ოჯახის წევრია. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოსში განმარტეს, დაცვის სამსახურს, სასამართლოს თანამშრომლებთან და მანდატურებთან პირდაპირი შემხებლობა არ აქვს.

გიორგი ლოთაძის თქმით, პრევენციის მიზნით, შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ყველა თანამშრომელი დღესვე აიღებს ანალიზს, ასევე თანამშრომლების ნაწილი გადასულია დისტანციურ მუშაობაზე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა 1596, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 1294, გარდაცვლილი – 19. კარანტინის რეჟიმში – 6250, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება