IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუციის მხარდაჭერას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

„მადლობას ვუხდი გაეროს 84 სახელმწიფოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისთვის. ეს აჩვენებს, რომ გლობალური კრიზისის მიუხედავად, საქართველო საერთაშორისო დღის წესრიგშია. გლობალური საზოგადოება მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების აღდგენასა და შინ დაბრუნების უფლებას. უპრეცედენტო მხადაჭერაა!“- წერს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”. რეზოლუციას მხარი გაეროს 84-მა სახელმწიფომ დაუჭირა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება