IMG.GE ___________________________________ IMG.GE

კატეგორიულად მიუღებელია ოპონენტების ბრალდება, თითქოს ხელისუფლებას ჩვენი მოქალაქეები არ ჩამოჰყავს. ამას არც მივიღებ, რადგან საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოს ხელისუფლებამ უპრეცედენტო ზომები მიიღო ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაუყოვნებლივ დასაბრუნებლად, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

„ჩვენზე უფრო სისტემურად და რესურსებით ძლიერ ქვეყნებს მსგავსი ზომებისთვის არ მიუმართავთ. ჩვენ საქართველოს 23 ათასზე მეტი მოქალაქე დავაბრუნეთ სამშობლოში და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიოს მაშტაბით გარკვეული შეზღუდვები არსებობს, თუკი გადავხედავთ აგვისტო-სექტემბერში ფრენების რაოდენობას, ის სრულ თანაფარდობაშია არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან.

პანდემიის პირობებში, სექტემბერში 70 ფრენაა დაგეგმილი და მათ შორის 30 რეგულარული რეისია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენთვის უმთავრესია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, მათ შორის ევროპიდან საქართველოში ჩამოსული მოქალაქეების.

იცით, რომ საქართველო ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, ეს სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ ახლდება, გუშინ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ განაახლა და საქართველო კვლავ რჩება ამ სიაში, ევროკავშირის არაწევრ 10 ქვეყანასთან ერთად. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების აღიარება“, – განაცხადა ზალკალიანმა

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება